გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ბირთვული   ზამთარი  თუ  გლობალური მშვიდობა?
საგანი/ პედაგოგი
გეოგრაფია/რევაზ ჩხაიძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური/XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
10  მოსწავლე/სსსმ  მოწავლე  არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეები  ანალიზის  გზით მივლენ იმ დასკვნამდე, თუ რამდენად  სჭირდება მსოფლიოს ქვეყნებს  შეიარაღება და გამოთქვამს მოსაზრებას, რა სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე დაზოგილ  თანხებს.
·         ეს გაკვეთილი  ხელს შეუწყობს  პრობლემის  გააზრებას, ანალიზის, კვლევის, კავშირების დადგენის უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ü  მოსწავლემ შეძლოს  თანამედროვე  მსოფლიოში  მშვიდობისა და განიარაღების  მნიშვნელობის  გაცნობიერება და ანალიზი, ამ პრობლემის გადაწყვეტის სავარაუდო გზების დასახვა, 
ü  მსჯელობის და ვარაუდების  გამოთქმის ,გეოგრაფიული  თვალსაჩინოებებზე  მუშაობის  უნარის  განვითარება.

გეო.XI.2.მოსწავლეს შეუძლია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემის ანალიზი.

·         გამოთქვამს მოსაზრებას, რა სოციალური და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე დაზოგილ ხარჯებს

გეო.XI. 4 მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა. მოპოვებული  ინფორმაციის  საფუძველზე (სტატისტიკური მონაცემები,  მასმედია) აანალიზებს  მსოფლიოს ქვეყნების  სამხედრო-პოლიტიკურ  პოტენციალს და გამოთქვამს  მოსაზრებას  ,თუ რა წვლილი შეიძლება  შეიტანოს თითოეულმა  მოქალაქემ  მსოფლიოში  მშვიდობისა  და განიარაღების საქმეში.
წინარე ცოდნა
ü  მოსწავლეებმა  იციან ,რას ნიშნავს  კონფრონტაცია ,მილიტარიზაცია, დემილიტარიზაცია, კონვერსია.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის   დროს უნდა შეძლონ გუნდურად მუშაობა. სამუშაოს ორგანიზება. პრეზენტაცია, გეოგრაფიულ  თვალსაჩინოებებზე  მუშაობა.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
Xკლასის სახელმძღვანელო; მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, დავით კერესელიძე გლობალური გეოგრაფია. ბაკურ სულაკაური გამომცემლობა 2012. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა  ფურცლებიო  I
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
აქტივობა 1. მისალმება , სიის ამოკითხვა დრო-2წუთი
A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა 2.ინფორმაციის მიწოდება (ვაჩვენებ ელექტრონულ პრეზენტაციას) მუშაობა მთელ კლასთან-დრო-3წთ
აქტივობა3. კითხვა-პასუხი მუშაობა  მთელ კლასთან-დრო-3 წთ
1.       თქვენი აზრით, რამდენად იყო აუცილებლობა ბირთვული იარაღის გამოყენება? 
2.       როგორ ფ იქრობთ, რა  გზით შეიძლება შეიარაღებული  კონფლიქტების მოგვარება? 
3.       შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ  მშვიდობის და განიარაღების პრობლემა გლობალურ პრობლემად და რატომ?
B ფ აზა  ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა4. კლასის ჯგუფებად  დაყოფა და ინსტრუქტაჟი მუშაობა მთელ კლასთან-დრო 3 წთ.  
აქტივობა 5. ინფორმაციის ორგანიზება ჯგუფური მუშაობა-დრო 13 წთ.
1 ჯგუფი მუშაობს სახელმძღვანელოში მოცემულ რუკებზე,
2 ჯგუფი-სტატისტიკურ ინფორმაციაზე,
3 ჯგუფი კი -ტექსტზე.
აქტივობა6. პრეზენტაცია ჯგუფური მუშაობა-დრო-12წთ.
 აქტივობა7.დისკუსია მუშაობა მთელ კლასთან -დ რო-2წთ .
C ფაზა -რეფლექსია
აქტივობა 8. შეჯამება მუშაობა მთელ კლასთან -დრო-5 წთ.
აქტივობა9 .საშინაო დავალება მუშაობა მთელ კლასთან -დრო -2 წთ

No comments:

Post a Comment