სასწავლო პროექტი

 პროექტის სახელწოდება: აფრიკის დაცული ტერიტორიები.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს , რომ ბუნების დაცვის ერთ-ერთ ქმედით საშუალებას ბუნებრივი ტერიტორიების  შენარჩუნება წარმოადგენს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს  უნარ- ჩვევა, რომ განსაზღვროს, გააცნობიეროს რა ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, ტერორისტული და სხვა მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიებს.

პროექტის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს ბუნებრივი ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა, განუვითარდეს ბუნების დაცვის სურვილი.

მოსწავლეთა ასაკი: 16 წელი.

ვადების ხანგრძლივობა: 20 დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოიძიებენ ინფორმაციას აფრიკის დაცულ ტერიტორიებზე, გააკეთებენ პრეზენტაციას.

რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, ფოტოსურათები

პროექტის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები):

აქტივობა 1. მოსწავლეები ეცნობიან  თეორიულ მასალას მსოფლიოს დაცულ ტერიტორიებზე.

აქტივობა 2. ჯგუფურად დაყოფილი კლასი მოიძიებს ინტერნეტის საშუალებით აფრიკის დაცული  ტერიტორიების  სურათებს და ინფორმაციას.

 აქტივობა 3. ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას.

აქტივობა 4. პროექტის შეფასება.  

კრიტერიუმები              
ელემენტარული 1 ქულა
მისაღები 2ქულა
ოსტატური 3ქულა
1.      მიზანი
არარის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
ხვდება ერთ  მიზანზე ფოკუსირება
კარგადაა მიზნები გამოკვეთილი, მარტივად აღსათქმელი
2.ორგანიზება
სუსტადაა ორგანიზებული
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ზოგი გადასვლა იდეებს შორის მარტივია, ზოგი გაუგებ არი
კარგად ორგანიზებული ფორმატი
3.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
4.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები შინაარსთან შეუსაბამოა
თვალსაჩინოების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანი
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი
5.პრეზენტაცია
ეფექტურად  არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლადაა ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს  თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.


 სასწავლო გეგმასთან კავშირში:

გეო. XI. 3.  მოსწავლეს  შეუძლია  ბუნებრივი და  ანთროპოგენური  ხასიათის გლობალურ  პრობლემებზე  მსჯელობა. აანალიზებს ადამიანის  საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ  გარემოსდაცვით  გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე;  გამოთქვამს ვარაუდს მათი შესაძლო განვითარების შესახებ.

პროექტის ხელმძღვანელი:  რევაზ ჩხაიძე.

ხელმძღვანელის ელფოსტა: revachxhaidze@gmail.com

No comments:

Post a Comment